მთავარი სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
28/04/2026
28 აპრილს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სადაზღვევო კომპანია Wizer-ის დირექტორმა მაია კალანდაძემ და JPD Group-ის დამფუძნებელმა ირაკლი ჩომახაშვილმა მოაწერეს. მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობის გაფართოებასა და გაღრმავებას სადაზღვევო და იურიდიულ სექტორებს შორის, რაც მიზნად ისახავს ქართულ ბაზარზე ინოვაციური სერვისის დანერგვას და სადაზღვევო პაკეტში სრული იურიდიული დაზღვევისა და სამართლებრივი მხარდაჭერის ინტეგრირებას და მოიცავს როგორც პრევენციას (დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების შედგენა), ასევე, უძრავი ქონებასთან დაკავშირებულ, საოჯახო, ადმინისტრაციულ, სისხლის სამართლისა და ყველა სხვა სამართლებრივი საკითხის პროფესიონალურ და კვალიფიციურ მართვას.