„სადაზღვევო კომპანია ვაიზერი“ PSP ჯგუფის წევრია, რომელიც ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს. რებრენდინგის შედეგად, კომპანიამ „პსპ დაზღვევის“ მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, საქმიანობა სრულიად განახლებული ხედვით გააგრძელა.
კომპანიის სერვისებით დღეს 100 000-მდე ადამიანი სარგებლობს, დაზღვეულთა საერთო რაოდენობამ კი 400 000 გადააჭარბა. ეს მონაცემები იმ გრძელვადიანი ნდობის შედეგია, რომელიც ბრენდმა ინდივიდუალური თუ კორპორაციული კლიენტებისგან წლების განმავლობაში დაიმსახურა.
სადაზღვევო შეთავაზებები სიცოცხლისა და ქონების დაზღვევის ყველა ძირითად სფეროს მოიცავს. ჯანმრთელობის, ავტომობილის, ბინის თუ სხვა საჭიროებების დაზღვევას ერთ სივრცეში, ზუსტად შენზე მორგებული პირობებით მიიღებ.