Eng
მთავარი სამოგზაურო დაზღვევა

სამოგზაურო დაზღვევა

საზღვარგარეთ მოგზაურობისას, ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით გამოწვეული ხარჯებისგან სამოგზაურო დაზღვევა დაგიცავს, რომელსაც „სადაზღვევო კომპანია ვაიზერი“ საუკეთესო ტარიფებითა და პირობებით გთავაზობს.

რას ფარავს სამოგზაურო დაზღვევა?

ნებისმიერ მოგზაურობას თან ახლავს გარკვეული რისკები. სამოგზაურო დაზღვევა კი ანაზღაურებს ყველა იმ მოულოდნელ სამედიცინო ხარჯს, რომელიც მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს იჩენს თავს.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

საზღვარგარეთ ყოფნისას მოულოდნელი ავადმყოფობის ან ტრავმის მიღების შემთხვევაში, პოლისი საჭირო სამედიცინო მომსახურების ხარჯებს დადგენილი ლიმიტის მიხედვით დაფარავს.

ჰოსპიტალური მკურნალობა

სტაციონარული მკურნალობის აუცილებლობისას, კლინიკაში მოთავსების, სამედიცინო პროცედურებისა და გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის ხარჯებს დაზღვევა დაფარავს.

მედიკამენტები სამოგზაურო დაზღვევით

გადაუდებელი მკურნალობის პერიოდში აუცილებელი, ექიმის მიერ დანიშნული რეცეპტული მედიკამენტების ხარჯები ანაზღაურდება პოლისით განსაზღვრული პირობებით.

სამედიცინო ტრანსპორტირება

პოლისი ანაზღაურებს უახლოეს კლინიკამდე ან ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის ხარჯებს, თუ ამას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს.

რეპატრიაცია

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქართველოში დაბრუნების აუცილებლობისას, სამშობლოში ტრანსპორტირების ხარჯებს პოლისი სრულად ფარავს.

სამოგზაურო დაზღვევა 24/7 ცხელი ხაზით

„ვაიზერის“ ცხელი ხაზი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე, ასისტანსები გასცემენ საჭირო მითითებებს და გეგმავენ პაციენტის გადაყვანას უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.

რატომ „ვაიზერი“?

„ვაიზერი“, რომელიც წარსულში „პსპ დაზღვევის“ სახელით იყო ცნობილი, ქართულ ბაზარზე უკვე 15 წელია წარმატებით ოპერირებს. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომპანიის მთავარი მიზანი დაზღვევის პროცესის მაქსიმალური გამარტივება და მოქნილი პირობების შეთავაზებაა.

ამჟამად „ვაიზერი“ 100 000 აქტიურ მომხმარებელს ემსახურება, ხოლო დაზღვეულთა საერთო რაოდენობამ წლების განმავლობაში 400 000 გადააჭარბა. აღნიშნული მონაცემები ინდივიდუალური და კორპორაციული კლიენტების მხრიდან გამოხატული დიდი ნდობის ბუნებრივი შედეგია.

ამ მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე შეიქმნა სამოგზაურო დაზღვევის ეფექტური პოლისი, რომლის ფარგლებშიც საჭირო დახმარების მიღება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, 24 საათის განმავლობაში შეუფერხებლად არის შესაძლებელი.