Eng
მთავარი კომპანიის შესახებ
სადაზღვევო კომპანია ვაიზერი
ვაიზერი - ეს არის დაზღვევა გამბედავი ადამიანებისთვის, გამბედავი ადამიანებისგან.

ადამიანებისგან, ვისაც არ ეშინია ცდის,

ან შეიძლება ცოტა ეშინია და მაინც აკეთებს,

ვინც ასჯერ არ ზომავს, სანამ ერთხელ გაჭრის

ვინც პირველი გაჭრის და არ ინანებს,

რომც ინანოს მაინც არ ინანებს.

ვინც გზით ტკბება და ამიტომ ყველაზე ხშირად დგას მწვერვალზე

ასეთ ადამიანებთან ერთად სიარული ძნელია, მაგრამ პატივია.

ტემპი არ უნდა დააგდო და ყველა სიგიჟეში უნდა გაჰყვე.

ამიტომ ბევრი ვერ მიჰყვება,

მაგრამ ჩვენ ამ გზას დავადექით შენთან ერთად,

რადგან გვჯერა, რომ თუ ერთად არ ვიარეთ, წინ ვერ წავალთ.

გვჯერა, რომ შენი გამბედაობა ცვლის სამყაროს.

გვჯერა, რომ ახლა ამ ცვლილების დროა.