„სადაზღვევო კომპანია ვაიზერი“ PSP ჯგუფის წევრია და ბაზარზე 2009 წლიდან საქმიანობს. რებრენდინგის შემდეგ კომპანიამ „პსპ დაზღვევის“ მრავალწლიანი გამოცდილება საფუძვლად გამოიყენა და განვითარება სრულიად ახალი ხედვით განაგრძო.
დღეს ჩვენს სადაზღვევო სერვისებს 100 000-მდე მომხმარებელი იყენებს, დაზღვეულთა საერთო რაოდენობამ კი წლების განმავლობაში 400 000 ადამიანს გადააჭარბა. ეს შედეგი იმ ხანგრძლივი ნდობის დამსახურებაა, რომელიც ბრენდმა ინდივიდუალური თუ კორპორაციული კლიენტებისგან წლების განმავლობაში მოიპოვა.
მარტივი ავტოდაზღვევის შექმნაც იმ მიდგომის გამოძახილია, რომელიც „ვაიზერის“ მუშაობას დასაბამიდანვე ახასიათებს, სადაზღვევო პროცესების მაქსიმალურად გამარტივება და ადამიანებისთვის გასაგები, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პირობების შეთავაზება.
