Eng
მთავარი ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა

ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა

„ვაიზერის“ კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა დასაქმებულთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის შეიქმნა. პოლისი ანაზღაურებს ექიმთან ვიზიტის, სამედიცინო კვლევების, ჰოსპიტალური მკურნალობის, მედიკამენტებისა და გადაუდებელი დახმარების ხარჯებს.

რას მოიცავს კორპორაციული პოლისი?

კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა ფარავს ყველა იმ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც თანამშრომელს შეიძლება დასჭირდეს.

ოჯახის ექიმის მომსახურება

ოჯახის ექიმის კონსულტაცია ხელმისაწვდომია კვირაში შვიდი დღე, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე. განსაკუთრებული საჭიროების დროს, თერაპევტი ან პედიატრი პაციენტს ბინაზე ეწვევა, ადგილზე გასინჯავს და სამედიცინო ბიულეტენსაც გასცემს.

ამბულატორიული მომსახურება

სადაზღვევო პოლისი ფარავს გეგმურ კონსულტაციებს, ლაბორატორიულ ანალიზებსა და დიაგნოსტიკურ კვლევებს. დროის დასაზოგად, ოჯახის ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა ციფრული პორტალიდან ხდება.

ჰოსპიტალური მკურნალობა

კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა ითვალისწინებს სტაციონარული მკურნალობისა და ქირურგიული ოპერაციების ხარჯების ანაზღაურებას.

გადაუდებელი დახმარება

გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გამოძახებისა და კლინიკაში ტრანსპორტირების ხარჯი სრულად იფარება.

მედიკამენტები

ექიმის მიერ გამოწერილი წამლების ღირებულება დადგენილი ლიმიტის ფარგლებში ანაზღაურდება. პარტნიორი აფთიაქების ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს, ამიტომ საჭირო სამკურნალო საშუალებების შეძენა ნებისმიერ რეგიონში უპრობლემოდაა შესაძლებელი.

სტომატოლოგია

პროგრამაში 30-ზე მეტი პარტნიორი სტომატოლოგიური კლინიკაა ჩართული. შესაბამისად, გუნდის წევრები საჭირო მომსახურებით წინასწარ განსაზღვრული, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ.

ოჯახის წევრების ჩართვა

ვინაიდან ოჯახის კეთილდღეობა ყველა დასაქმებულის პრიორიტეტია, დაზღვევა ვრცელდება მეუღლეებსა და შვილებზე.

ციფრული მართვა და ონლაინ ანაზღაურება

პლატფორმაზე online.wizer.ge თანამშრომელი საკუთარ პოლისს, საგარანტიო წერილებსა და ანაზღაურების ისტორიას ერთ სივრცეში მართავს.

ფასდაკლებები პარტნიორ ქსელში

სტანდარტული სამედიცინო მომსახურების მიღების გარდა, გუნდის წევრები ვაიზერის პარტნიორ ობიექტებში სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ.

რატომ ვაიზერი?

„სადაზღვევო კომპანია ვაიზერი“, რომელსაც საზოგადოება მანამდე „პსპ დაზღვევის“ სახელით იცნობდა, საქართველოს ბაზარზე უკვე 15 წელია წარმატებით ფუნქციონირებს. წლების განმავლობაში მოპოვებული უდიდესი ნდობის შედეგად, დღეს მისი სერვისებით დაახლოებით 100 000 ადამიანი სარგებლობს. დაფუძნებიდან დღემდე კი დაზღვეულთა საერთო რაოდენობამ 400 000 ადამიანს გადააჭარბა.

კორპორაციული დაზღვევა მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის 370 სამედიცინო დაწესებულებას მოიცავს. ვაიზერის ქსელში 150 ოჯახის ექიმია ჩართული, ამიტომ კვალიფიციური სამედიცინო კონსულტაციის მიღება საქართველოს ყველა ქალაქსა თუ რაიონში სრულიად შეუფერხებლად მიმდინარეობს. პარალელურად, გუნდის წევრები ოცდაათზე მეტ პარტნიორ სტომატოლოგიურ კლინიკაში მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობენ.