Eng
მთავარი თანმშრომლობა MedVeritas Global - თან
თანმშრომლობა MedVeritas Global - თან
29/05/2026
ვაიზერი პირველი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პარტნიორობა MedVeritas Global-თან და თავის დაზღვეულებს სთავაზობს 20%-იან ფასდაკლებას სერვისზე, რომელიც საშუალებას გაძლევს სწრაფად და უსაფრთხოდ მიიღო ამერიკის წამყვანი ექიმების პროფესიული სამედიცინო მოსაზრება. MedVeritas Global წარმოადგენს სრულად კოორდინირებულ სამედიცინო, ტექნოლოგიურ და ოპერაციულ პლატფორმას, რომელიც ქართველ პაციენტებს აშშ-ის წამყვან სპეციალისტებთან აკავშირებს და უზრუნველყოფს მაღალი დონის პროფესიულ სამედიცინო კონსულტაციებზე წვდომას. პლატფორმის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ექიმების შერჩევის მკაცრი ამერიკული სტანდარტია - ყველა ექიმი სერტიფიცირებული და ლიცენზირებულია ამერიკაში, აქვს პრაქტიკული გამოცდილება, მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში და მაღალი შეფასებები აქვს პაციენტებისგან.